გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

წესდება

დამტკიცებულია მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“

ქალთა ორგანიზაციის კონფერენციის მიერ

2014 წლის 29 მარტი

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის

ქალთა ორგანიზაციის წესდება

 

1.ზოგადი დებულებები

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა  ორგანიზაცია (შემდგომში ორგანიზაცია) არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (შემდგომში გაერთიანება) განუყოფელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პროცესში ქალთა ჩართულობას, მათ შორის ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას, პოლიტიკის განსაზღვრას და ქალი კანდიდატების ხელშეწყობას საერთო არჩევნებისთის.

 

2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

2.1 ორგანიზაციის მიზნები:

2.1.1. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების მუშაობაში;

2.1.2. გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოსთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილებები პარტიის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;

2.1.3. აწარმოოს კამპანია ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო მასშტაბით;

2.1.4. ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტივობას;

2.1.5. უზრუნველყოს ქალთა ხედვების გათვალისწინება  პარტიის საერთო პოლიტიკაში;

2.1.6. აწარმოოს კამპანია ქალთა უფლებების და ინტერესების დასაცავად;

2.1.7. მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივები გაერთიანების ადგილობრივი საკრებულოებისა და საპარლამენტო წარმომადგენლობებისთვის;

2.1.8. მოიძიოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური და მატერიალური სახსრები ორგანიზაციის მიზნების განსახორციელებლად.

2.2. ორგანიზაციის ამოცანები:

2.2.1. ჩაატაროს სემინარები და საჯარო  შეხვედრები პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე;

2.2.2. ითანამშრომლოს  ქალთა სხვა ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე;

2.2.3. ჩაატაროს კვლევები;

2.2.4. მონაწილეობა მიიღოს ქალთა საკითხებზე გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;

2.2.5. პრესისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გამოაქვეყნოს საჯარო პუბლიკაციები;

2.2.6. ჩამოაყალიბოს პროგრამა, რომელიც ფოკუსირებული იქნება გენდერულ თანასწორობაზე.

 

3. ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები

 

3.1. ორგანიზაციის წევრები:

3.1.1. ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;

3.1.2. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალი წევრი;

3.1.3. ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში იღებს ორგანიზაციის საბჭო;

3.1.4. ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტა ხდება საბჭოს მიერ, სიითი შემადგენლობის 2/3-ით და უფლებაშეწყვეტილი წევრი კარგავს ორგანიზაციაში ყველა დაკავებულ თანამდებობას;

3.2. ორგანიზაციის მხარდამჭერები:

3.2.1. ორგანიზაციას შეიძლება ყავდეს მხარდამჭერები.

3.2.2. მხარდამჭერები არიან ქალები, რომლებიც არ არიან გაერთიანების წევრები, მაგრამ იზიარებენ გაერთიანების და ქალთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.

 

4. ორგანიზაციის მართვა

 

4.1. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა კონფერენცია, რომელიც იმართება ორ წელიწადში ერთხელ მაინც. კონფერენციის დელეგატები შეიძლება იყვნენ ორგანიზაციის ყველა წევრი ან ქვოტირებით განსაზღვრული წარმომადგენლები.

4.2. გადაწყვეტილებას ყრილობის მოწვევის, განსახილველი საკითხებისა და დელეგატთა შერჩევის წესის შესახებ იღებს ორგანიზაციის საბჭო და ამტკიცებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო.

4.3. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა შესაძლებელია ორგანიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

4.4. კონფერენცია:

4.4.1. განსაზღვრავს ორგანიზაციის მუშაობის ძირითად მიმართულებებს;

            4.4.2. ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები ორგანიზაციის წესდებაში;

4.4.3 ირჩევს და ამტკიცებს ორგანიზაციის საბჭოს წევრებს რეგიონალური წარმომადგენლობის გათვალისწინებით;

4.4.4. იღებს გადაწყვეტილებებს წესდებით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

4.5. კონფერენციებს შორის პერიოდში ორგანიზაციის აღმასრულებელ სტრუქტურას წარმოადგენს საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან.

4.6. საბჭოს წევრების არჩევა ხდება ორგანიზაციის კონფერენციის მიერ.

4.7. ყოველ კონფერენციაზე საბჭოს წევრების შემადგენლობა უნდა შეიცვალოს ერთი მესამედით მაინც.

  4.8. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენა:

4.8.1.საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სამ წევრს ან რაიონული ორგანიზაციის მინიმუმ ოც წევრს;

4.8.2. აკრძალულია 4.8.1. პუნქტით განსაზღვრული წევრობის კანდიდატის წარმდგენი პირის მიერ  ერთზე მეტი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდეგნა.

4.9. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს, 2 მოადგილესა და მდივანს.

4.10. გადაწყვეტილების მიღების წესი:

  4.10.1. საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა;

4.10.2. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.

4.11. საბჭო:

4.11.1. შეიმუშავებს და ამტკიცებს მუშაობის წესს;

4.11.1. ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობას;

4.11.2. იღებს გადაწყვეტილებებს სტრუქტურული და საშტატო ერთეულების შესახებ და წარუდგენს გაერთიანების სამდივნოს დასამტკიცებლად;

4.11.3. იღებს გადაწყვეტილებებს რეგიონალური და რაიონული წარმომადგენლობების შექმნის შესახებ;

4.11.4 ნიშნავს და ათავისუფლებს რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციის წარმომდგენლობების ხელმძღვანელებს;

 4.11.5. ორგანიზაციის სახელით ამზადებს განცხადებებს, მიმართვებს და სხვა სახის დოკუმენტებს;

 4.11.6. ურთიერთობს გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებთან;

 4.11.7. ამზადებს წინადადებებს გაერთიანების სამდივნოსა და პოლიტიკური საბჭოსთვის წარსადგენად;

4.11.8. აქტიურად მონაწილეობს ქალი კანდიდატების შერჩევისა და გაერთიანების ადგილობრივი და ცენტრალური პოლიტიკური საბჭოებისათვის წარდგენაში;

4.11.9. იღებს გადაწყვეტილებებს პროექტების, პროგრამების, ტრენინგებისა და სხვა სახის აქტივობების შესახებ;

4.11.10. ურთიერთობს  ქალთა სხვა ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

4.11.11. ორგანიზებას უწევს ფინანსებისა და მატერიალური ბაზის მოძიებას წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

4.11.12. გაერთიანების მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს წინადადებას ამ თანხის ორგანიზაციის მიზნებისათვის გამოყენების შესახებ;

4.11.12. ასრულებს წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.12. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები:

4.12. 1. საბჭოს წევრს უფელბამოსილება უწყდება:

         ა. საკუთარი ინიციატივით;

ბ. გაერთიანების წესდებით განსაზღვრული წესით გაერთიანების წევრობის

შეწყვეტის შემთხვევაში;

გ. გარდცვალების შემთხვევაში.

4.13. ორგანიზაციის რეგიონალური და რაიონული წარმომადგენლობები

4.13.1. გადაწყვეტილებას რეგიონალური და რაიონული წარმომადგენლობების შექმნის შესახებ იღებს დამფუძნებელთა მინიმუმ 30-წევრიანი შემადგენლობა.

4.13.2. წარმომადგენლები  პასუხისმგებელნი არიან რეგიონსა და რაიონში ქალთა რესურსის მოძიებაზე, მათ გააქტიურებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებში მათ ჩართვაზე. შესაძლებელია რეგიონული და რაიონული სტრუქტურა ითვალისწინებდეს ქალთა ორგანიზაციის რაიონული ხელმძღვანელს და მისი მოადგილეს;

4.13.3. რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებს და ხელმძღვანელობას ამტკიცებს საბჭო.

4.14. ორგანიზაციის ხელმძღვანელების ფუნქციები:

4.14.1. ორგანიზაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს საბჭოს

თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მოადგილე;

4.14.2. ორგანიზაციის საბჭოს მდივანი კოორდინაციას უწევს საბჭოს, რეგიონალური

და რაიონული ორგანიზაციების საქმიანობას.