გაზიარება
UNM UNM
მედია

ჩიღვინაძე ბურჯანაძის იმ ესკორტის წევრი იყო, რომელიც 26 მაისს პოლიციელების კორდონს დაეჯახა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედია მდივნის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ჩიღვინაძე, რომელიც პრეზიდენტმა სახელმწიფო სამსახურში დაასაქმა, ბურჯანაძის იმ ესკორტი იყო, რომელმაც 26 მაისს ერთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მაშინ, როცა ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს და ხალხი გააღარიბეს, ივანიშვილი და ერთ დროს მისი რჩეული მარგველაშვილი  ქვეყნის  მუქ ტრადიციებში მართვას აგრძელებენ.

გამოძიბით დადგენილია, რომ ჩიღვინაძე ბურჯანაძის იმ ესკორტის წევრი იყო, რომელიც 26 მაისს პოლიციელების კორდონს დაეჯახა და ერთ-ერთის სიცოცხლე იმსხვერპლა. დასჯის ნაცვლად კი, მთავრობამ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადა და ახლა პრეზიდენტმა სახელმწიფო სამსახურში აიყვანა.

ეს ნიშნავს, რომ მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიაყენა ტრამვა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს; ყველა პოლიციელს, ვინც სამშობლოს ემსახურება.

მარგველაშვილმა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გამოავლინა უნებისყოფობა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ, ვინც პოლიციელის მკვლელის სახელმწიფო სამსახურში აყვანა სთხოვა. სამწუხაროდ პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ბესელია, ანუ უთავმოყვარეოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ყოვლად მიუღებელი მეთოდებით ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, მარგვალაშვილი მაინც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება. სამწუხაროდ პრეზიდენტი თავადაც არ უფრთხილდება ინსტიტუტებს და იმ ფუნდამენტს, რაზეც სახელმწიფოს და  ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დგას.

8  ოქტომბერს ჩვენ დავასრულებთ ქვეყნის რღვევას და ახალი ენერგიით დავიწყებთ წინსვლას.“