გაზიარება
UNM UNM
მედია

თავდასხმა დედოფლისწყაროს ოფისზე

2016 წლის 11 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, დედოფლისწყაროს ოფისზე მოხდა თავდასხმა. თავდამსხმელებმა ოფისს დაუშინეს ქვები, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დააზიანეს სააგიტაციო მასალა. ოფისი განლაგებულია ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის და შტაბის თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში, სადაც თავდასხმისას ასევე იმყოფებოდნენ არასრულწლოვანი ბავშვები. იგივე ოფისს 2015 წლის 10 დეკემბრის ღამეს ესროლეს 38 ტყვია. გამოძიება უშედეგოდ და თავდამსხმელის იდენტიფიცირების გარეშე დასრულდა. ენმ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ძალადობას უკავშირებენ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დეიდაშვილს, ზურაბ გონაშვილს (მეტსახელად "კაკაშას") და მის გარემოცვას. იგი გუშინ დღის განმავლობაში დაყვებოდა ენმ-ს მაჟრიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს და მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მან და მისმა თანხმლებმა 4 პირმა ნასვამ მდგომარეობაში დაარბია ენმ-ს ოფისი ღამით. საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით მივიდა. ენმ შიშობს, რომ ეს თავდასხმაც გამოუძიებელი დარჩება.