გაზიარება
UNM UNM
ანა წითლიძე

ანა წითლიძე

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წვერი

ანა წითლიძეს გააჩნია 10- წლიანი აქტიური სამოქალაქო ცხოვრების  გამოცდილება.  ლატვიაში 5- წლიანი ცხოვრების შემდეგ, სადაც დაასრულა ორი მაგისტრატურა - „ევროპათმცოდნეობისა“ და „ადამიანური რესურსების მართვის“ განხრით, იყო ბალტიისპირეთის სოციალურ-ეკონომიკური ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლატვიის რადიოს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი. ასევე, მუშაობდა ლატვიაში საქართველოს საელჩოში და ქართულ სათვისტომოში, არჩეული გამგეობის წევრად. ორჯერ მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ის დაბრუნდა საქართველოში და დააარსა ,,რეგიონული განვითარების საერათაშორისო ცენტრი”, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი რეგიონში - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის, ახალგაზრდებისათვის უფასო არაფორმალური განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებისათვის.

ანა ხელმძღვანელობს ,,სამეგრელოს განვითარების ცენტრს”, რომელიც 2000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ და დევნილ ახალგაზრდას, სრულიად უფასოდ, ასწავლის უცხო ენებს და რჩევას აძლევს მათთვის სასურველ იმ სფეროებში, რაც აუცილებელია მათი პროფესიული განვითარებისა და სრულყოფისათვის. ის, ასევე, არის რეგიონში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური პროექტის ,,სახელმწიფო 3:0” რეგიონული ხელმძღვანელი, სისტემატიურად ატარებს ტრენინგებს და ლექციებს ახალგაზრდებთან  არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე,  არამედ საქართველოს გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

2014 წლიდან ანა არის ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წვერი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, 2014 წლიდან  აქტიურად არის ჩაბმული ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში - მოსახლეობის ჩართულობის ზრდის ტენდენციაში. ამ ხნის განმავლობაში მას უკვე ჰქონდა 100-ზე მეტი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და 100-ზე მეტი მოსახლეობის მიერ მოწოდებული საკითხი გაიტანა საკარებულოს სხდომაზე. ის, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ პროექტს, რომელთა მიზანი რეგიონის განვითარებაა.

ანა განათლებით პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტია. მუშაობს დისერტაციაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია საქართველოში და ბალტიისპირეთის გამოცდილება“. ის ფლობს ინგლისურ, რუსულ, ლატვიურ ენებს. სწავლობს ფრანგულ და აფხაზურ ენებს, რადგან თვლის, რომ აფხაზ მეგობრებთან საურთიერთობო ენა უნდა იყოს ქართული და აფხაზური და არა საოკუპაციო - რუსული. ანას გავლილი აქვს სტაჟირება ევროპარლამენტში და მინიჭებული აქვს ევროპარლამენტის სტაჟიორის სტატუსი. ის, ასევე, არის  შუმანის ინსტიტუტის კურსდამთავრებული (ბრიუსელსა და ბუდაპეშტში 2014 წელს)  კონრად ადენაუერის ფონდის მიერ „ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის“ ორგანიზებული ზაფხულის და ზამთრის სკოლების კურსდამთავრებული. NDI – პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალთა ტრენინგების პროგრამის აქტიური მონაწილე.