გაზიარება
UNM UNM
ანა ქვლივიძე

ანა ქვლივიძე

საგარეჯოს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ანნა ქვლივიძე დაიბადა 1972 წლის 24 ოქტომბერს ქ. საგარეჯოში. 1990-1996 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1997 წელს დაასრულა საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯი, სპეციალობა - ეკონომიკა და დაგეგვმა სახალხო მეურნეობის დარგებში.

1989-1994 წლებში მუშაობდა დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსია-მძღოლის თანამდებობაზე. 1994-1996 წლებში იყო საგარეჯოს განათლების განყოფილებაში ფილმოთეკის ლაბორანტი;  1996-1999 წლებში - საგარეჯოს განათლების განყოფილების წიგნადი ფონდის მეთოდისტი; 1999-2000 წლებში მუშაობდა საგარეჯოს განათლების განყოფილების მეთოდური კაბინეტის  გამგედ. 1998-2005 წლებში იყო საგარეჯოს 1-ელ და მე-2 საშუალო სკოლებში ისტორიის  მასწავლებლი; 2005-2006 წლებში საგარეჯოს გამგებლის მოადგილე ; 2006-2007 წლებში - საგარეჯოს ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფისა    და დასაქმების სამსახურის უფროსი. 2007-2008 წლებში მუშაობდა საგარეჯოს კულტურის, განათლების, სპორტის ახლაგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2008-2010 წლებში - საგარეჯოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა  და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზედამხედველობის  სამსახურის უფროსად; 2010-2012 წლებში მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში უფროსი საჯარო მოხელის ( სოციალურ  საკითხებში ) თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი. 2014 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში იყო საკრებულოს წევრობის კანდიდატი. 2014 წლიდან არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მოსახლეობის 2014 წლის  საყოველთაო აღწერაში ინსტრუქტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე.

2015 წლიდან არჩეულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეჯოს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

[email protected];