გაზიარება
UNM UNM
ეკატერინე ნაქევხრიშვილი

ეკატერინე ნაქევხრიშვილი

გურჯაანის ქალთა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

ეკატერინე ნაქევხრიშვილი დაიბადა 1969 წლის 1-ელ აგვისტოს. 1986-1988 წლებში სწავლობდა ბაკურციხის  სასოფლო  სამეურნეო  ტექნიკუმის საბუღალტრო აღრიცხვის ფაკულტეტზე,  არის ბუღალტერი - დიპლომირებული  სპეციალისტი; 2003-2007 წლებში სწავლობდა და დაასრულა ბაკურციხის  ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, არის ეკონომისტი - დიპლომირებული  სპეციალისტი.

2014 წლიდან დღემდე არის გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიული  ორგანოს სპეციალისტი. 2009-2014 წლებში მუშაობდა  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში, სპეციალისტად. 2006-2009 წლებში იყო გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  მთავარი  სპეციალისტი. 2004-2006 წლებში იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის  უფროსის  მოადგილე. 1998- 2000 წლებში მუშაობდა კერძო კოოპერატიული საწარმოს მთავარ ბუღალტრად.