გაზიარება
UNM UNM
ქეთევან ზუმბაძე

ქეთევან ზუმბაძე

ხარაგაულის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ქეთევან ზუმბაძე დაიბადა 1973 წლის 29 ნოემბერს. 1998 წელს დაასრულა თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაციით; 2001 წელს ჩაირიცხა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ,,გორგასალში’’, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე; 2010 წელს დაასრულა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა.

1997-99 წლებში მუშაობდა სოფელ ფარცხნალის არასრული საშუალო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად; 1999-2002 წლებში ლუდის ქარხანაში, ქიმიური ლაბორატორიის გამგედ; 2003-2005 წლებში იყო თბილისის მრავალდარგოვან კოლეჯ ,,გორგასალში’’ ბიოლოგიის მასწავლებელი; 2009-2010 წლებში დაინიშნა  ხარაგაულის მე-2 საბავშვო ბაღის გამგედ; 2010-2014 წლებში იყო ხარაგაულის ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი; 2014 წლიდან არის   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან."

 2015 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხარაგაულის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.

[email protected]