გაზიარება
UNM UNM
მაკა მესხი

მაკა მესხი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

მაკა მესხი დაიბადა 1972 წლის 29 იანვარს ქ. ბაღდათში. 1977-1988 წლებში სწავლობდა ბაღდათის რაიონის სოფელი პირველი ობჩის საშუალო სკოლაში. 1989 წელს ჩაირიცხა ქ.ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1995 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1989-1990 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის N37 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში - მქსოველის და 1990-1992 წლებში - საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ქუთაისის სავაჭრო-კულინარიულ სასწავლებელში - არასასურსათო საქონლის გამყიდველ-დეკორატორის სპეციალობებზე.

1992-1996 წლებში, ასევე, 2009 წლიდან დღემდე მუშაობს სოფელი პირველი ობჩის გ. გეწაძის სახელობის საჯარო სკოლაში, პედაგოგად. 2004-2006 წლებში - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ, საორგანიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში. 2006-2007 წლებში იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი. 2007-2010 წლებში მუშაობდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ. 2010-2014 წლებში - ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსად. 2014 წლიდან დღემდე არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქრისტიან-კონსერვატიულის“ თავმჯდომარე.