გაზიარება
UNM UNM
მანანა ილურიძე

მანანა ილურიძე

ქ. ბათუმის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მანანა ილურიძე დაიბადა 1952 წლის 24 აპრილს ქ. ბათუმში. 1969 წელს დაამთავრა მე-10 საშუალო სკოლა. 1975-1978 წლებში სწავლობდა ქ. ხარკოვში, ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.

1979 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკაში, მეთოდისტად. 1979 წლიდან სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. პარალელურად დაამთავრა ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.

 2010-2014 წლებში იყო თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს წევრი, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მანდატით. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, მოწვეულ სპეციალისტად.

2015 წლიდან არის ქ. ბათუმის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.