გაზიარება
UNM UNM
მარინა კალანდია

მარინა კალანდია

წალენჯიხის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

მარინა კალანდია დაიბადა 1952 წლის 16 მარტს ქ. ზუგდიდში.1968 წელს დაამთავრა წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა, წარჩინებულის ატესტატით. 1976 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1981 წელს. 1981-1982 წლებში გაიარა ინტერნატურის კურსი. 1982 წლიდან მუშაობს სოფელ ნაკიფუს  ამბულატორიაში, გამგედ. 1986 წლიდან მუშაობს წალენჯიხის რაი-პოლიკლინიკასა და საავადმყოფოში, ექიმად. 1988-1990 წლებში დაამთავრა ორდინატურა ზოგადი თერაპიის განხრით.

1996 წლიდან მუშაობს ჯანდაცვის ცენტრში. 2003 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი.

2014 წლიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2015 წლიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წალენჯიხის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.