გაზიარება
UNM UNM
მარინე   სუდაძე

მარინე სუდაძე

მარინე   სუდაძე დაიბადა 1972 წლის 3 სექტემბერს ახალციხის რაიონის სოფელ წყორძაში. 1989 წელს  დაამთავრა ახალციხის რაიონის სოფელი ურაველის  საშუალო  სკოლა, 1990 წელს  - ახალციხის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. 1991 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1996 დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომიკა, ორგანიზაცია და მართვის სპეციალობით.

1996-1997 წლებში მუშაობდა ახალციხის აგროსამრეწველო საწარმოში, მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. 1997-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის ახალციხის  რაიონის მაჟორიტარი  დეპუტატის აპარატში, აპარატის თავმჯდომარის თანამდებობაზე.             

 2000  წელს  დააფუძნა ა/კ  ,,საზოგადოებრი განვითარების ახალციხის ცენტრი”. არის სხვადასხვა  სოციალურ-კულტურული  და    საგნმანათლებლო პროექტის მონაწილე. 2002 წლიდან მუშაობდა  პ/პ ,,ბურჯანაძე დემოკრატების”  ახალციხის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი  მდივნის  თანამდებობაზე.

2003 წლიდან  მუშაობს  ,,WORLD VISION”- ახალციხის  სათემო ახალგაზრდულ  ცენტრში,  დირექტორის  მოადგილის თანამდებობაზე. 2006 წლიდან არის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2006 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ცენტრების კავშირის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორად.

[email protected]