გაზიარება
UNM UNM
მარინე უთნელიშვილი

მარინე უთნელიშვილი

ლიახვის ხეობის ქალთა ორგანიზაციის თვმჯდომარე

მარინე უთნელიშვილი   დაიბადა 1978 წლის  17  სექტემბერს გორის რაიონის  სოფელ ქსუისში. 1995 წელს  დაამთავრა სოფელ  ქსუისის საშუალო სკოლა. 1995-2000 წლებში სწავლობდა და დაასრულა ქალაქ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2000-2008 წლებში  მუშაობდა სოფელ ქსუისის საჯარო სკოლაში, პედაგოგად; 2009-2011წლებში - ქალაქ გორის N4  საჯარო სკოლაში, პედაგოგად.

2006 წლიდან დღემდე არის ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“; 2014 წლიდან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე.

2016 წლიდან არჩეულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ლიახვის ხეობის ქალთა ორგანიზაციის თვმჯდომარედ.