გაზიარება
UNM UNM
მთვარისა ჯანგიძე

მთვარისა ჯანგიძე

ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი

მთვარისა ჯანგიძე დაიბადა 1980 წლის 24 მაისს ქალაქ ყვარელში. 1993 წელს დაამთავრა სანავარდოს 9- წლიანი სკოლა, 1997 წელს - ყვარლის 4-ე საშუალო სკოლა. 2000 წელს ჩაირიცხა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „აჭარაში”, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2005 წელს, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2005 წლიდან დღემდე არის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ყვარლის პირველ და სოფელ სანავარდოს საჯარო  სკოლებში; 2004-2005 წლებში იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების გამგის თანაშემწე;

2004-2006 წლებში იყო ,,ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2006 წლიდან დღემდე არის ადგილობრივი თვითმართველობის საკრებულოს წევრი, კუჭატნის თემის მაჟორიტარი დეპუტატი. 2014 წლიდან არის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქრისტიან-კონსერვატორის” თავმჯდომარე.

2013 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  ქალთა ფრთის საბჭოს წევრი.

2015 წლიდან არის ყვარლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე