გაზიარება
UNM UNM
ნანა გვაჩლიანი

ნანა გვაჩლიანი

წყალტუბოს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ნანა გვაჩლიანი დაიბადა 1971 წლის 16 აპრილს. 1990-96 წლებში სწავლობდა  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობა გერმანული ენა და ლიტერატურა.

2003-2005 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლაში, გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2003-2007 წლებში იყო ქუთაისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან არსებულ მრავალდარგოვანი კოლეჯის წყალტუბოს ფილიალის გერმანული და ლათინური ენების პედაგოგი; 2007-2010 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის ფსიქოლოგად, 2010-2012 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემოს” პედაგოგ-ფსიქოლოგი, 2012 წლიდან - აიპ ,,ჩვენი სახლის” პედაგოგ-ფსიქოლოგი.

2015 წლიდან არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.