გაზიარება
UNM UNM
ნია ჭითანავა

ნია ჭითანავა

ჩხოროწყუს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ნია ჭითანავა დაიბადა 1986 წლის 15 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონში. 2004-2008 წლებში სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე, აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2009-2011 წლებში სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2012 წლიდან დღემდე მუშაობს N69 საარჩევნო ოლქის ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლად. 2014 წლიდან დღემდე არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.  2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის  მოხელის  სერტიფიკატი. 2014 წლიდან ჩართულია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა  ,,ლიდერთა სკოლაში”.

2015 წლიდან არის  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.

[email protected]