გაზიარება
UNM UNM
ნინო კვიტაიშვილი

ნინო კვიტაიშვილი

N60 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი

დაიბადა ქ. ლანჩხუთში 1974 წლის 26 ივლისს. დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ ქალაქში პირველ საჯარო სკოლაში. დაამთავრა ქ. თბილისის 123-ე საჯარო სკოლა. პროფესიით არის ისტორიკოსი. 1994 წლიდან 2007 წლამდე, ჯერ კიდევ სტუდენტმა, 20 წლის ასაკში, ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 
2007 წელს აირჩიეს 123-ე საჯარო სკოლის დირექტორად, სადაც საქმიანობდა 2014 წლის აპრილამდე. ამავდროულად, 2009-2014 წლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ასწავლიდა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას, ხელმძღვანელობდა იქ მიმდინარე სასწავლო პროცესს, როგორც გოგონების, ისე ვაჟთა დაწესებულებებში. 2012-2014  წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადამისამართების ექსპერტთა საბჭოს წევრი. 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. აღნიშნული პოზიცია დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე, რადგან მიიჩნევს, რომ  განათლების სისტემის პრობლემები კომპლექსური და სისტემური ხასიათისაა და ამ ხელისუფლების პირობებში ის ვერ ხედავდა განვითარების რეალურ შესაძლებლობებს.
ნინო კვიტაიშვილი არის სხვადასხვა წლებში გრიფირებული, VII, VIII, IX, X და XII  კლასების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი.

ის იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ტრენერი/კონსულტანტი/ექსპერტი სამოქალაქო განათლების მიმართულებით. კერძოდ, 2013 – 2014 წლებსი სასკოლო პრევენციული პროგრამების კომპონენტის, პროექტ ჰარმონიის ფილიალის საქართველოში (PH international) - საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრობლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის ექსპერტი/მწვრთნელი. 2013 - 2014 წლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონსულტანტი. 2013 - 2014  წლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი სამოქალაქო განათლებაში. 2012  წელს, "აშშ პროგრამების მონაწილეთა ჩართულობის ინოვაციური ფონდის" ააიპ " სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ცენტრის" ექსპერტი/მწვრთნელი.

მოპოვებული აქვს სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და საჯარო სკოლის დირექტორის  სერტიფიკატები.

სხვადასხვა წლებში მოიპოვა სკოლის ეფექტური მართვის (USAID -ის განათლების მართვის პროექტი), სკოლის ფინანსური მართვის ( ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი), ფინანსების ეფექტური მართვის (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი), ორგანიზაციის მართვის საფუძვლები და მენეჯერის უნარ-ჩვევების (საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი), არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საშუალება (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი), არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხების (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) სერტიფიკატები.

2015 წლიდან დღემდე საქმიანობს კერძო სექტორში, თანამედროვე განათლების აკადემიაში. ეს არის კერძო ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი და სკოლა, რომლის დირექტორიც იყო 2015 წლის თებერვლიდან 2016 ივნისამდე,  ამჟამად, საქმიანობს ამავე აკადემიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ნინო კვიტაიშვილს ჰყავს ერთი შვილი, 5 წლის რატი კვიტაიშვილი.