გაზიარება
UNM UNM
ნინო ნანობაშვილი

ნინო ნანობაშვილი

ნინო ნანობაშვილი დაიბადა 1966 წლის 18 სექტემბერს დაბა თიანეთში. 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თიანეთის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიურ სასწავლებელში, სოფლის მეურნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1987 წელს და მიენიჭა ტექნიკოს-მექანიკოსის საწარმოო სწავლების ოსტატის კვალიფიკაცია.

1987-2005 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონული პროკურატურის კანცელარიის გამგედ. ამავე წლებში იყო თიანეთის N 73 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის პედაგოგი. 2005-2008 წლებში ასრულებდა თიანეთის სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის თანაშემწის საქმიანობას. 2009-2011 წლებში იყო თიანეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლის  მთავარი ბუღალტერი. 2011-2012 წლებში მუშაობდა თიანეთის გამგეობაში, სკოლამდელი და სკოლის გარეშე საგანმანათლბლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად.

2013 წლიდან დღემდე ასრულებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თიანეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.