გაზიარება
UNM UNM
შორენა  ცინცაძე

შორენა ცინცაძე

ხელვაჩაურის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

შორენა  ცინცაძე დაიბადა 1980 წლის  12 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონის დაბა ხელვაჩაურში. 2004 წელს დაასრულა ქალაქ  ბათუმის   შოთა  რუსთაველის  სახელობის   სახელმწიფო  უნივერსიტეტი, რუსული ენისა  და  ლიტერატურის სპეციალობით, მიენიჭა მასწავლებლის  კველიფიკაცია. აქვს ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხი.

2005 წლიდან დღემდე არის ქალაქ  ბათუმის  31-ე  საჯარო სკოლის  რუსული  ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი. 2004 წლიდან აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კომისიის მუშაობაში -  დამკვირვებლის, წევრის, თავმჯდომარისა და ოლქის წევრის სტატუსით. 2009-2013 წლებში იყო ხელვაჩაურის   მუნიციპალიტეტის   ინფრასტრუქტურისა  და  კეთილმოწყობის   სამსახურის მთავარი  სპეციალისტი.

2008 წლიდან დღემდე არის ხელვაჩაურის რაიონის ფრაქცია  ,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის ‘’ აღმასრულებელი  მდივანი.

2015 წლიდან არჩეულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის''  ხელვაჩაურის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

[email protected]