გაზიარება
UNM UNM
თამარ ბიკაშვილი

თამარ ბიკაშვილი

სიღნაღის რაიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

თამარ ბიკაშვილი დაიბადა 1969 წლის 26 აპრილს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში. 1986 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის სფელ ზემო მაჩხაანის საშუალო სკოლა. 1988-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრიის  ფაკულტეტზე, სპეციალობა - პედიატრია/ნეონატოლოგია.

1994-2001 წლებში მუშაობდა  ქ.თბილისის N1 სამშობიარო სახლში, ექიმ ნეონატოლოგად. 2001-2013 წლებში ქ.წნორის სამშობიარო სახლში, შპს „დემეტრაშვილი“, ექიმ ნეონატოლოგად. ამავდროულად, ქ.თბილისის სამშობიარო სახლ „ჰერაში“, ექიმ ნეონატოლოგად. 2013 წლიდან დღემდე შპს „არქიმედეს კლინიკაში“, ექიმ პედიატრად.

2013 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით.

2015 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიღნაღის რაიონის  ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.

[email protected]