გაზიარება
UNM UNM
თეა თორდია

თეა თორდია

ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრი

თეა თორდია  დაიბადა 1974 წლის 18 დეკემბერს. 1992- 1997 წლებში დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი.

1997-2002 წლებში იყო ზუგდიდის რაიონის ჩხორის საშუალო სკოლის მასწავლებელი. 2002-2004 წლებში მუშაობდა ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს სოციალური საკითხთა კომისიის სპეციალისტად. 2004-2008  წლებში იყო ზუგდიდის ქალაქის კეთილმოწყობის გამწვანების ხელმძღვანელი. 2008-2013 წლებში მუშაობდა სს. ლიბერთი ბანკის სამეგრელოს რეგიონალური სერვის ცენტრის უფროსად.

2014 წლიდან არის ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით.