გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

თინა ბოკუჩავას განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დახურვის მცდელობით, მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეული საკითხების გაშუქების პრობლემის მოხსნას გეგმავს.

"მხოლოდ 2015 წელს, 34 ქალი მოკლეს ოჯახის წევრებმა, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გინდათ რუსთავი 2 ის დახურვა, რადგან არ გინდათ მოსახლეობამ სიმართლე მოისმინოს კრიმინალზე, ისევე როგორც ეკონომიკურ მდგომარეობასა და სხვა მტკივნეულ საკითხებზე.

მიკვირს, როცა პრემიერს სწყინს, როცა მას ნომინალურ მმარველად მოიხსენიებენ, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ივანიშვილს აღიქვამს როგორც მმართველს და ამას უამრავი გამოკითხვა ადასტურებს."