გაზიარება
UNM UNM
თინა ნემსაძე

თინა ნემსაძე

ბაღდათის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

თინა ნემსაძე დაიბადა 1955 წლის 5 აპრილს მაიაკოვსკის რაიონის სოფელ დიმში. 1972 წელს დაამთავრა სოფელ დიმის პირველი საშუალო სკოლა. 1991 წელს დაასრულა ს.ს. ობრელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, ბიბლიოთეკა-ბიბლიოთეკათმცოდნეობის სპეციალობით.

1979-2007 წლებში მუშაობდა ბაღდათის ჯ. ღვინჯილიას სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარად; 2007-2015 წლებში იყო ამავე ბიბლიოთეკის დირექტორი.

2011-2014 წლებში იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ პირველი ობჩის მაჟორიტარი დეპუტატი.

2016 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბაღდათის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.