გაზიარება
UNM UNM
ხათუნა მსხილაძე

ხათუნა მსხილაძე

აბაშის რაიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ხათუნა მსხილაძე  დაიბადა 1972 წლის 8 ნოემბერს  ქ.თბილისში. 1978-1988 წლებში სწავლობდა  ქ. აბაშის მე-2 საჯარო სკოლაში. სკოლის  დამთავრების  შემდეგ,  1988-1999 წლამდე,  მუშაობდა  ქ.აბაშის   სოფ.ძვ. აბაშის  საშუალო  სკოლაში,  ორგანიზატორად.

1993-1998 წლებში სწავლობდა  ქ.თბილისის  სულხან- საბა ორბელიანის სახელობის  პედაგოგიურ  ინსტიტუტში.  ინსტიტუტის  დამთავრების შემდეგ   მუშაობდა  ქ. აბაშის 1-ელ  საჯარო  სკოლაში,  პედაგოგად. 2008 წლიდან  იყო აბაშის  რაიონის  მაჟორიტარი   დეპუტატის  ბიუროს ხელმძღვანელი.

2012 წლიდან  მუშაობს  საქართველოს  პარალამენტის   მოწვეულ  სპეციალისტად,  აბაშის  მუნიციპალიტეტის  მაჟორიტარი  დეპუტატის  ბიუროში,  ბიუროს  ხელმძღვანელის  თანამდებობაზე.

 გავლილი  აქვს  სხვადასხვა  სასერტიფიკაციო  გამოცდა  კონფლიქტის მოგვარებისა  და გენერული  თანასწორობის   დაცვის   საკითხებში.

2012 წლის ოქტომბრიდან  არის  ,,ერთიანი  ნაციონალური   მოძრაობის'' წევრი

2015 წლიდან არის ,,ერთიანი  ნაციონალური   მოძრაობის'' აბაშის რაიონის ქალთა  ორგანიზაციის თავმჯდომარე.