ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია დაარსდა 2013 წელს, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესში ქალთა ჩართულობის გააქტიურებას და ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას.
ორგანიზაციის აღმასრულებელ სტრუქტურას წარმოდგენს თხუთმეტწევრიანი რეგიონალურ-წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც ირჩევს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს. საბჭო არჩეულია ქალთა ორგანიზაციის კონფერენციის მიერ.