გაზიარება
UNM UNM
მედია

აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქებურიას და საკრებულოს წევრ ანი წითლიძეს შეხვდა

2016 წლის 8 ივნისს, ზუგდიდში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქებურიას და საკრებულოს წევრ ანი წითლიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზე , კორცხელის ინციდენტსა და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმაზე.
,,ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ წინა საარჩევნო გარემოზე, მე როგორც 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გავუზიარე წარსული გამოცდილება არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, როგორც კორცხელის ინციდენტში უშაუალო თვითმხილველმა ვესაუბრე იქ მიმდინარე პროცესებზე" -განაცხადა ლელა ქებურიამ.
თავის მხრივ ,,ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრის ანი წითლიძეს განცხადებით მან ელჩს გააცნო ფრაქციის საქმიანობა ქ. ზუგდიდის საკრებულოში. ასევე ისაუბრეს NDI-ისთან ერთად მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე.