გაზიარება
UNM UNM
მედია

დაგვას მოსახლეობა სკოლის რეაბილიტაციას ითხოვს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლელა ვერულიძე სოფელ დაგვას მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობა სკოლის რეაბილიტაციას ითხოვს, რადგან მათ შვილებს გაუსაძლის და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უხდებათ განათლების მიღება. აჭარის განათლების მინისტრი დაპირდა დაგველებს, რომ 2013 წლისთვის მათ რეაბილიტირებული სკოლა ექნებოდათ, თუმცა დაპირება, მხოლოდ საარჩევნო დაპირებად დარჩა. მოსახლეობა აცხადებს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მათი ბოლო იმედია და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.