გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ ქალთა ორგანიზაცია ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთს თანაუგრძნობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეძრწუნებულია იმ საშინელი ტერორისტული აქტით, რომელიც 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღის აღნიშვნისას მოხდა.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას და თანავუგრძნობთ ათეულობით დაღუპულის ოჯახებს, მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს.

ბოლო პერიოდში ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში გახშირებული ტერორისტული აქტები აჩვენებს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს 21-ე საუკუნის ამ საშინელი სენის დასამარცხებლად.