გაზიარება
UNM UNM
მედია

EPP ქალთა ორგანიზაციის ღონისძიება- "ქალების როლი მიგრაციის კრიზისის გადაწყვეტაში"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა და საბჭოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი ესპანეთში მონაწილეობდნენ ევროპის სახალხო პარტიის ქალთა ორგანიზაციის ღონისძიებაში თემაზე - ,,ქალების როლი მიგრაციის კრიზისის გადაწყვეტაში”. საუბარი, ასევე, შეეხო თითოეულ ქვეყანაში ქალებისთვის აქტუალურ მიმდინარე პრობლემებს, როგორიცაა - ოჯახური ძალადობა, ტრეფიკინგი და ბავშვთა უფლებები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ევროპის სახალხო პარტიის ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტი დორის პაკი. დისკუსიებისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა EPP-ის ქალთა ორგანიზაციას გააცნეს საქართველოში არსებული გამოწვევები ქალთა უფლებების მიმართულებით. ასევე, აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავებაში - მიგრაციის კრიზისის გადალახვისა და ამ პროცესში ქალთა როლის გაზრდისთვის