გაზიარება
UNM UNM
მედია

„იარე წინ!“

2016 წლის 31 ივლისს მოეწყო ველო-აქცია ,,იარე წინ!". აქცია გაიმართა  ვაკის მაჟორიტარი კანდიდატ ელენე ხოშტარიას ინიციატივით.  
აქციის მიზანი  ჯანსაღი ცხოვრების წახალისება და ველოტრასების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება  იყო.

,, სიარული გზის სავალ ნაწილზე ძალიან რთული იყო, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა."- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მოთხოვნას ბევრი ადამიანი შეურთდა, მათ შორის გამვლელები - ახალგაზრდები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასაკოვანი ადამიანები.

აქციამ მხიარულ და სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა და, რაც მთავარია, მიზანს მიაღწია - თბილისში აუცილებლად იქნება ველობილიკები.

ერთად ვიაროთ წინ!