გაზიარება
UNM UNM
მედია

პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალთა პროგრამა

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები: ლელა ვერულიძე, თამარ ბიკაშვილი, ქეთევან ზუმბაძე, თამარ ნებიერიძე და ლელა ქებურია, ექვსი თვის განმავლობაში ესწრებოდნენ NDI (National Democratic Institute)-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, სახელწოდებითპოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალთა პროგრამა“, რომელსაც უძღვებოდნენ როგორც ადგილობრივი კვალიფიციური ტრენერები, ასევე საერთაშორისო დონის ტრენერები. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეს ღონისძიება იმართებოდა, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოტენციური კანდიდატების მომზადებასა და ქალების პოლიტიკურ ლიდერებად ჩამოყალიბებას.

   ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: საარჩევნო კამპანიის მართვა, კვლევის მეთოდები  და მისი პოლიტიკური ანალიზი, დებატები, საჯარო გამოსვლა, მედიასთან ურთიერთობა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა როლი მართვის პროცესში. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.