გაზიარება
UNM UNM
ასმათ დიასამიძე

ასმათ დიასამიძე

ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი

ასმათ დიასამიძე  დაიბადა  1968  წლის   20 აგვისტოს    ქალაქ  ბათუმში, პედაგოგის  ოჯახში. 1985   წელს დაამთავრა ქ. ბათუმის №6   საშუალო სკოლა. 1985-1989 წლებში სწავლობდა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, დაასრულა ინსტიტუტის სრული კურსი,  დაწყებითი  განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი . 

1989-1991 წლებში  მუშაობდა ქ. ბათუმის № 9 საშუალო სკოლაში პედაგოგად. 1991-2005 წლებში იყო ქ. ბათუმის №1 საშუალო სკოლის პედაგოგი, ამავე დროს  დირექტორის მოადგილე სასწავლო- აღმზრდელობით დარგში. 2005-2008 წლებში ასრულებდა  ქ. ბათუმის № 1 საჯარო სკოლის  დირექტორის მოვალეობას. 2005-2007 წლებში ხელმძღვანელობდა პედაგოგიურ  პრაქტიკას ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009-2012 წლებში  იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. 2013 წლის 27 ივლისს მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: ,,თანამედროვე სკოლის მართვა და ხელმძღვანელობა“

ასევე, არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი:

1. თანამედროვე სკოლა და მოსწავლეთა სულიერი ფორმირების პრობლემები, - კრებული ,,ჩვენი სულიერების ბალავარი”, ტ I, ბათუმი, 2009, გვ. 186-191.

2. სკოლის დირექტორის კომპეტენციები, დოქტორანტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, განათლების სფერო ზოგადი, დარგობრივი და ორიგინალური კომპეტენციები, ბათუმი, 2009, გვ.16.

3. დათესეთ ხასიათი, რომ მოიმკათ ბედი,  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “ინტელექტი”, თბილისი, 2010, გვ. 129-130.

 4. მიდგომა მხოლოდ აკადემიური... (რელიგიის შესახებ სწავლება საჯარო სკოლაში), კრებული “ჩვენი სულიერების ბალავარი, ტ. III,  თბილისი, 2011,  გვ. 216--221.

 5. საზოგადოების ჰუმანიზაცია სკოლიდან იწყება. - კრებული ,,ჩვენი სულიერების ბალავარი”, IV, 2012, გვ.

 6. თანამედროვე სკოლის მართვა და ხელმძღვანელობა, გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2012.

2008- 2012 წლებში   არჩეული  იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს  წევრად. ამავე  პერიოდში აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიას.

2012  წლიდან  დღემდე არის  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“); განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების წევრი.

2013 წლიდან ხელმძღვანელობს აჭარის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ქალთა ორგანიზაციას.