გაზიარება
UNM UNM
დარეჯან ცხვიტარია

დარეჯან ცხვიტარია

ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი

დარეჯან ცხვიტარია დაიბადა ქ.ფოთში 1958 წლის 23 დეკემბერს. 1987 წელს დაამთავრა ქ.სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი; 2004 წელს დაამთავრა ი. ვეკუას სახელობის სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1993-2002 წლებში იყო მოძრაობა ,,ჭყონდიდელის" და ბლოკი  ,,XXI საუკუნის"ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1978-92 წლებში, სწავლის პარალელურად,  მუშაობდა წისქვილ-ქარხანაში ნიმუშების ამღებად, მოგვიანებით - ლაბორანტად. 1981 წლიდან იყო საქართველოს პროდუქტების სამინისტროს  ინსპექციის ფოთის პუნქტის ინსპექტორი, ხოლო მოგვიანებით, პურპროდუქტების სახ. ინსპექციის ფოთის პუნქტის ინსპექტორი.

2002 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი.