გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

დაუსრულებელი მშენებლობები სკოლებში

საგანგაშო მდგომარეობაა საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. მთავრობა ვერ ახერხებს აღებული ვალდებულებების შესრულებას, რადგან კატასტროფულად ამცირებს ბიუჯეტში ამ საქმის შესრულებისთვის განკუთვნილ თანხებს.

ქვეყნის მასშტაბით ათეულობით სკოლის მშენებლობა შეჩერებულია და განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული დასრულების პროცესი. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ისევ მოუწევთ სხვა, მოშორებით არსებულ, სკოლაში, რაც მთავრობის უნიათო მუშაობის ნათელი დადასტურებაა. 
კონკრეტულად, 103-ე საჯარო სკოლის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ ერთი წლით დაგვიანებით მოხდება სკოლის მშენებლობის დასრულება, რადგან 2014 წლის დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლი 2 ივნისამდე, რაც გულისხმობდა, რომ სკოლა ამ მომენტისთვის დასრულებული სახით უკვე ჩაბარებული უნდა ყოფილიყო. კომპანიას შესასრულებელი სამუშაოს თანხის 40% დასაწყისშივე ჩაერიცხა, თუმცა აქ იკვეთება საინტერესო საკითხი - სამინისტროს მიერ სამშენებლო სამუშაოების შესახებ ტენდერი გამოცხადდა მაშინ და თანხის გარკვეული ნაწილი გამარჯვებულ კომნპანიას ჩაერიცხა, როცა ჯერ შენობის დემონტაჟის შესახებ აუქციონი დასრულებული არ იყო, რაც იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ სამშებელო სამუშაოები ვერ განხორციელდებოდა წინასწარ გათვლილ დროში, გამომდინარე აქედან, მშენებელი კომპანიის მიერ მოთხოვნილი სამუშაოების გადავადება, რომელიც პირობის დარღვევის შემთხვევაში მომწოდებლისაგან საერთო თანხის 10%-ის გადახდას გულისხმობს და კონკრეტულ სიტუაციაში 555 999 ათასი ლარი იყო, კომპანიას არ დააკისრეს საჯარიმო სანქციის სახით. არასწორად დაგეგმილი პროცესის შედეგად, საქმე გვაქვს, არამხოლოდ საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასთან, არამედ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა პროტექციონიზმისა და კორუფციის ფაქტებს, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არაკანონიერ ხარჯვას, მოსწავლეთა კეთილდღეობის გაუარესების ხარჯზე.
2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით ჩვენი მმართველობის პერიოდში 72 მლნ ლარი (71 634 300) იყო გამოყოფილი, რაც 2013 წელს შეამცირეს 29 მლნ-ით (28 715 400) და, შესაბამისად, გეგმიდან ამოიღეს დაგეგმილი ათობით სკოლის რეაბილიტაცია. 2014 წლის ფაქტიური ხარჯი 90 მლნ ლარი (89 741 400) 2015 წლის ფაქტობრივ ხარჯთან (76 269 000) გვაძლევს 13, 5 მლნ ლარის სხვაობას, რაც გულისხმობს, რომ 2015 წელს შესასრულებელი სამუშაოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი ვერ დასრულდა. ასეთივე კატასტროფული მდგომარეობაა 2016 წლის ბიუჯეტშიც (69 094 000) ამ მუხლით გათვალისწინებული თანხა 2015 წელთან მიმართებაში 7 მლნ ლარითაა შემცირებული, რაც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი კვლავ დაუსრულებელი რჩება. ამ ფონზე, მხოლოდ თბილისის მასშტაბით გვაქვს 3 სკოლა 100, 61, 103 საჯარო სკოლები, რომელთაც უკვე მეოთხე სასწავლო წლის დაწყება უწევთ სხვა სკოლის შენობაში, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება განათლების ხარისხზე და, მეორე მხრივ, ყოველდღიურ პრობლემას უქმნის როგორც ამ სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე, ამ სკოლების მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს.
მოვუწოდებ, განათლების ახალ მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს დასახელებული სკოლების სამშენებლო სამუშაოები, დაინტერესდეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით და ამ წლის ბიუჯეტშიც მაინც განხორციელდეს თანხების საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით მობილიზება, სამინისტროს ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობების პირების პრემიებისა და დანამატების დათმობის ხარჯზე.