გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ელენე ხოშტარიას შეხვედრა სტიქიით დაზარალებულ წყნეთის მოსახლეობასთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და პარტიის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფებოდნენ. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაზიანებული გარემო დღემდე უყურადღებოდაა მიტოვებული და არსებობს საშიშროება, ხევის მიმდებარე სახლები მცოცავმა მიწამ ჩაიტანოს. ხოშტარიამ მერიას არსებული ვითარების მოსაგვარებლად და სამუშაოების დასაწყებად ერთი კვირა მისცა.