გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საგარეჯოში ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა.

ორგანიზაციის პრეზენტაციას პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდნენ.

დავით ბაქრაძის თქმით, ორგანიზაციის არსებობა ხელს შეუწყობს პარტიაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაში.

დღესვე, ყრილობაზე, ორგანიზაციის წევრებმა ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ანა ქვლივიძე აირჩიეს.