გაზიარება
UNM UNM
ეთერ ასტემიროვა

ეთერ ასტემიროვა

ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი

ეთერ  ასტემიროვა დაიბადა  1943 წელს   აფხაზეთის ა/რ გულრიფშის რ-ის სოფელ განახლებაში. 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი, ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროლოგის  კვალიფიკაცია. შრომითი საქმიაობა დაიწყო 1961 წელს საქართველოს  ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში. ოჯახის ქ. გროზნოში გადასვლიდან გამომდინარე,  მუშაობა დაიწყო  ჩეჩნეთ-ინგუშეთის მელიორაციის  სამინისტროში ჯერ ტექნიკოსად, შემდგომ - უფროს ინჟინრად.  პარალელურად სწავლობდა ლენინგრადის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში.

            1977-78 წლებში მუშაობდა ინჟინრად ქ. კალუგის სამშენებლო კვლევით ინსტიტუტში, ხოლო 1978-85 წლებში კარელიაში, დაბა კესტინგის  ჰიდრომეტსადგურში, ჩრდილო-დასავლეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის სამმართველოს უფროს ინჟინრად.

            1985 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ა/რ ჰიდრომეტცენტრში, ჰიდროლოგიური განყოფილების უფროსად. პარალელურად, 1992 წლამდე, აფხაზეთის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ზოგად ჰიდროლოგიაში, შემდგომ კი - თსუ-ს სოხუმის ფილიალში.

 1991 წელს აირჩიეს აფხაზეთის ა/რ დეპუტატად, ,,მწვანეთა მოძრაობა" რუსულენოვანი ქვოტით, იყო პრეზიდიუმის წევრი.

ომის პერიოდში, 1995 წლამდე, იყო აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, სამმხრივი კომისიის ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი. მომზადებული აქვს ქართველთა მიმართ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ამსახველი მასალების მონაცემთა ბაზა, ბროშურა „აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების დანაშაულებრივი ქმედებები“ და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გადაეცა გენოციდის შემსწავლელ კომისიას.

1995-2003 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

2003-2005 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.

2006-2010 წლებში მივლინებული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად.

2002 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.