
ევა ლომთაძე
ევა ლომთაძეს გააჩნია 20 წელზე მეტი წარმატებული საქმიანობის გამოცდილება სოციალური სფეროს თითქმის ყველა მიმართულებით. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების გამგის პოზიციაზე საქმიანობის შემდეგ /1994-2004/, დაინიშნა ლაგოდეხის რაიონის გამგებლის მოადგილედ - ახლგაზრდობის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და სოციალურ სფეროში. აღნიშნულ პოზიციაზე იმყოფებოდა 2006 წლის ოქტომბრამდე. 2002-2004 წლებში იყო ქ. ლაგოდეხის საკრებულოს წევრი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 2006-2010 და 2010-2014 წლებში იყო არჩეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. 2014 წლის იანვარში დაინიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერის საკითხთა მრჩევლად, 2014 წლის ივლისში აირჩიეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად.
ევა ლომთაძემ ხელი შეუწყო ლაგოდეხში არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბებასა და საქმიანობას. დამფუძნებელია სამოქალაქო განვითარების ასოციაციისა და სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის. არის ახალგაზრდობის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ახალგაზრდობის პრობლემატიკის კვლევის ასოციაციის, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ლაგოდეხის რ/კომიტეტის თავმჯდომარე. თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოებრივ-ახალგაზრდული გაზეთი. მუშაობს ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, განხორციელებული აქვს ფონდ ,,ღია საზოგადოების“ დაფინანსებით შემდეგი პროექტები: ,,კრავთა დუმილი“/2002 წელი/, მოზარდების ძალადობისაგან დაცვა/2004წელი, ,,მზევ შინა და მზევ გარეთა“/ფონდი ტასო, 2005 წელი. იყო ურბანული ინსტიტუტის მიერ შექმნილი გენდერული მობილიზატორული ჯგუფის წევრი 2002-2005 წლებში. ის დღესაც იბრძვის ქალთა ჩართულობის გასააქტიურებლად - პოლიტიკურ თუ გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ქალთა დაწინაურებისათვის. 2014 წლის დეკემბერში შვეიცარიის კონფედერაციის ფინანსური და ევროსაბჭოს ტექნიკური მხარდაჭერით მონაწილეობდა ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ განხორციელებულ პროექტში /„ქალები და პოლიტიკური წარმომადგენლობები“/, იმყოფებოდა სტრასბურგში. არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი.
ევა ლომთაძეს აქვს პედაგოგიური საქმიანობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს ქართული ენის მასწავლებლად მაწიმის საჯარო სკოლაში.
ევა ლომთაძე გახლავთ პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი, ჟურნალისტი, დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის განყოფილება.
2016 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის რაიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.