
ირმა ფუტკარაძე
შუახევის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე
ირმა ფუტკარაძე დაიბადა 1976 წლის 20 აპრილს დაბა შუახევში. 1983-1993 წლებში დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. 1993-1999 წლებში სწავლა გააგრძელა აჭარის კოოპერატიულ ინსტიტუტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა -ჟურნალისტი.
2003-2007 წლებში მუშაობდა დაბა შაუხევში გაზეთ ,,ბათუმელების” კორესპოდენტად. 2007-2008 წლებში მუშაობდა შუახევში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორად.
2013 წლიდან დღემდე არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუახევის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.