გაზიარება
UNM UNM
ჯულიეტა დარჯანია

ჯულიეტა დარჯანია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

ჯულიეტა დარჯანია დაიბადა 1972 წლის 26 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში. 1978-1989 წლებში სწავლობდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთის საშუალო სკოლაში, 1989-1991 წლებში -  სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, სპეციალობაზე - აღრიცხვა საკრედიტო დაწესებულებებში, მიენიჭა ბუღალტრის კვალიფიკაცია.  1992-1996 წლებში სწავლობდა და დაასრულა თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მენეჯერის სპეციალობით.

1991-1992 წლებში მუშაობდა  თბილისის კომერციულ ბანკ „ივერიაში“, ბუღალტრის თანამდებობაზე. 2001-2009 წლებში შპს „ასურეთი-ჯორჯიაშვილის საექიმო ამბულატორიაში“. 2007-2009 წლებში იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ სესხის ოფიცერი. 2009 წელს დაინიშნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის თემის რწმუნებულის თანაშემწის თანამდებობაზე. 2010 წელს იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის თეთრიწყაროს ფილიალის უფროსი ინსპექტორი. 2010-2014 წლებში - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. 2014 წლიდან  დღემდე არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

[email protected]