გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ლელა ქებურიას ბრიფინგი

2016 წლის 11 აგვისტოს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქებურიამ და აფხაზეთიდან დევნილმა ნატო კიკალიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც დევნილმა ქალბატონმა ისაუბრა ბინების განაწილების პროცესში არსებულ კორუფციული სქემების კონკრეტულ დეტალებზე.
ლელა ქებურიას განცხადებით ქრთამის აღების ფაქტზე ფიგურირებს გუბერნატორი ლევან შონია, რომელიც არის ახლო ნათესავი და მფარველი ერთ-ერთი დაკავებული პირის. ამის შესახებ სასამართლოზე თავად პროკურორმა მირანდა წერეთელმა განაცხადა, საგამოძიებო მასალებში არსებული აუდიო ჩანაწერის განხილვისას.
,,როდესაც კორუფციულ სქემებზე ვსაუბრობთ , მაშინ არ შეიძლება არ ვახსენოთ გუბერნატორი შონია , რადგან არ არსებობს სამეგრელოში დანაშაულებრივი ფაქტი, სადაც არ ფიგურირებს ეს გვარი".
ნატო კიკალიშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადის პასუხად სარეიტინგო 7 ქულა მოუვიდა, თუმცა მაშინ 32 ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 6-ს, გადაეცათ საცხოვრებლები. მოგვიანებით კი კიკალიშვილის სარეიტინგო ქულა შეიცვალა და დაუდგინდა 7-ის ნაცვლად 6, მისივე განმარტებით ეს იმიტომ, რომ საშემოსავლო ნაწილში ექვსი ლარით მეტი დაუფიქსირდა წინა წლის მონაცემებთან შედარებით. დაზარალებულმა მიმართა პროკურატურას და სასამართლოს, თუმცა ამბობს, რომ მათი მხრიდან რეაგირება საქმეზე არ ყოფილა. დევნილის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღემდე უბინაოდ დარჩა, შესაძლო იყოს ისიც, რომ მისი ძმა ზურაბ კიკალიშვილი დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და კორცხელის მოვლენებშიც ფიგურირებდა, სადაც დაზიანებები მიიღო. ნატო კიკალიშვილისვე თქმით, მას ერთხელ ეს გარემოება „წამოაძახა“ დევნილთა სამმართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობიდან დემოკრატიამდე“ წარმომადგენელმა ქეთევან ჯობავამ, რომელიც მისი განმარტებით, აქტიურად იყო ჩართული ბინების განაწილების განხილვის პროცესში