გაზიარება
UNM UNM
ლელა ვერულიძე

ლელა ვერულიძე

ქობულეთის რაიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ლელა ვერულიძე დაიბადა 1984 წლის 8 მაისს ქ. ქობულეთში. 1990-2001 წლებში სწავლობდა ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საშუალო სკოლაში; 2005 წელს დაასრულა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ენა მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობით. 2012 წელს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მოწვეული სპეციალისტი, პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინგლისური ენის ტრენერი. 2007 წლიდან დღემდე არის ქ.ქობულეთის რაიონის ქვედა სამების საჯარო სკოლის  ინგლისური ენის პედაგოგი. 2014 წლიდან კი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრი.

2012 წელს მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს პროექტში - „ისწავლე დღეს, დასაქმდი ხვალ”.

 2014 წლიდან  არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის რაიონის  ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 [email protected]