
მაცაცო ჯინჯიხაძე
ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი
მაცაცო ჯინჯიხაძე დაიბადა 1964 წლის 14 ივლისს ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირში. 1982-1987 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა - ავტომობილები და ტრაქტორები, მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.
1987-1997 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების სათაო-სპეციალიზირებული საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს ტრაქტორების განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად. 2006-2014 წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 2014 წლიდან არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
2016 წლიდან არჩეულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძაობის'' ტყიბულის რაიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ.