
მარიკა დათუკიშვილი
მარიკა დათუკიშვილი დაიბადა 1968 წლის 27 აგვისტოს. 1975-1985 წლებში დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკის საშუალო სკოლა; 1985-1991 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი;
1985-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე; 2003-2004 წლებში - ქ. თბილისის მერიის ვიცე-პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე. 2004-2005 წლებში იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვითმმართველობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი, ევალებოდა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
2005-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე. 2010-2013 წლებში იყო თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი. 2013-2014 წლებში - თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
2014 წლიდან დღემდე არის ქ.თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომელი.
2013 წლიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ფრთის საბჭოს წევრი.