გაზიარება
UNM UNM
მარინა გარუჩავა

მარინა გარუჩავა

ნერგეეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

მარინა გარუჩავა დაიბადა 1953 წლის 1 ივლისს ბაღდათის რაიონის სოფ. ზედა დიმში. 1960 წელს სწავლა დაიწყო ეგ. ნინოშვილის  სახელობის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1970 წელს. 1978 წელს დაამთავრა კოოპერაციული სასწავლებელი, საქონელმცოდნეობის სპეციალობით.

1975-1990 წლებში მუშაობდა დაბა მაიაკოვსკის კოლმეურნეობაში, მეაბრეშუმეთა ბრიგადის ბრიგადირად; 1990-1998 წლებში - ზედა დიმის მაღაზიის გამგე-გამყიდველად. 1975-1990 წლებში იყო ნერგეეთის სასოფლო საბჭოს დეპუტატი და გამგეობის წევრი. 1990-2002 წლებში იყო ნერგეეთის თემის საკრებულოს წევრი. 2002 წელს აირჩიეს ნერგეეთის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ.  2006-2010 წლებში არჩეული იყო ნერგეეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატად, იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. 2010-2014 წლებში იყო ნერგეეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის აგრარულ საკითხთა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომისიის თავმჯდომარე. 2014 წლიდან დღემდე არის ნერგეეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.