გაზიარება
UNM UNM
მეგი კაკაბაძე

მეგი კაკაბაძე

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

მეგი კაკაბაძე დაიბადა 1986 წლის 7 დეკემბერს. 2003-2007 წლებში სწავლობდა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაასრულა ამავე ინსტიტუტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 2009 წელს მიენიჭა ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2009-2012 წლებში მუშაობდა ხონის ივ.შარაშიძის სახელობის №1 გიმნაზიაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 2012-2013 წლებში იყო ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი; 2013-2014 წლებში მუშაობდა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურში, უფროს სპეციალისტად;

2013 წლიდან არის ხონის ,,ერთიანი ნაცონალური მოძრაობის “ რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე; 2014 წლიდან არჩეულია ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, ფრაქცია ,,ნაცონალური მოძრაობის” წევრი.