გაზიარება
UNM UNM
მერი ბერძული

მერი ბერძული

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

მერი ბერძული დაიბადა 1965 წლის 20 დეკემბერს ქალაქ თერჯოლაში. 1972-1982 წლებში სწავლობდა ქალაქ ტყიბულის N1 საშუალო სკოლაში. 1982 წელს ჩაირიცხა და 1988 წელს დაასრულა ქალაქ ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

1999-2002 წლებში მუშაობდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის გამგეობაში, აპარატის უფროსად. 2005-2007 წლებში დაინიშნა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თერჯოლის ფილიალის ინჟინერ-ელექტრიკოსად. 2007-2014 წლებში იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგნის რწმუნებული. 2014 წლიდან დღემდე არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.