გაზიარება
UNM UNM
ნინო ჩოხელი

ნინო ჩოხელი

დედოფლისწყაროს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ნინო ჩოხელი დაიბადა 1974 წლის 15 ივლისს დედოფლისწყაროს რაიონში. 1992-1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი.

1993-1997 წლებში იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ქედის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1997-2006 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, წრის ხელმძღვანელად. 2006-2007 წლებში იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წამყვანი სპეციალისტი, 2007-2010 წლებში კი - გამგებლის თანაშემწე. 2010-2012 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.  2013 წლიდან დღემდე არის N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს სპეციალისტი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

2016 წლიდან არჩეულია ენმ დედოფლისწყაროს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ.