
ნინო ჯინჭარაძე
დაიბადა 1987 წლის 29 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 2003-2005 წლებში სწავლობდა და დაასრულა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმი. 2006 წელს სწავლობდა ანკარის უნივერსიტეტის თურქულ და უცხო ენათა კვლევისა და გამოყენების ცენტრში (TÖMER – Türkçe Öğretim Merkezi/Turkish and Foreign Languages Research and Application Centre-Ankara University). არის თურქული ენის მასტერის კურსდამთავრებული.
2006-2010 წლებში სწავლობდა სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
20014 წელს დაასრულა სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მაგისტრატურა. აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
ამჟამად მუშაობს ა.ა.ი.პ. „ბათუმის თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 2014-2015 წლებში იყო მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევრო-ინტეგრაციისათვის აჭარის რეგიონალური ლიდერი და არასამთავრობო ორგანიზაცია „აჭარის განვითარების ცენტრის“დირექტორი. 2012წ.-2014 წლებში მუშაობდა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის რეკლამისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსად. 2011-2012 წლებში იყო მთავარი სპეციალისტი აჭარის ა.რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში.2010- 2011წლებში მუშაობდა ასისტენტის თანამდებობაზე აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2010წელს სტაჟირება გაიარა აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.
2010 წელს, ასევე, სტაჟირებას გადიოდა საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქ. სტამბოლში.2008- 2010წლებში იყო ქ. სტამბოლის გუბერნატორის სამსახურთან არსებული უცხოელ სტუდენტთა საერთაშორისო პარლამენტის (İSTYÖM-İstanbul Yabancı Öğrenciler Meclisi) მმართველი კომიტეტის წევრი და ასევე, ზემოთ ხსენებული პარლამენტის კულტურათა შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის კომისიის ზედამხედველი.2008წელს იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის საქართველოს დელეგატი და უშიშროების საბჭოს წევრი. 2008წელს თავმჯდომარეობდა ქ. სტამბოლის გუბერნატორის სამსახურთან არსებულ უცხოელ სტუდენტთა საერთაშორისო პარლამენტს (İSTYÖM-İstanbul Yabancı Öğrenciler Meclisi) იყო კულტურათა შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე.