გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილთა რაოდენობა დიდია- მარიამ რამინაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ მარიამ რამინაშვილის თქმით, მიმდინარე წლის საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა სამინისტრო შედეგების სტატისტიკას არ ასაჯაროებს, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა დიდია.

„უკვე დასრულდა საატესტატო გამოცდები, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ აცხადებს იმ სტატისტიკას, თუ როგორ დასრულდა გამოსაშვები გამოცდები. უპრეცედენტოდ მაღლია ჩაჭრილთა როდენობა, რაც სამინისტროს მიერ უკონტროლოდ მიტოვებულმა სკოლებმა, დაუგეგმავმა საგაკვეთილო სისტემამ და ქაოტურმა მდგომარეობამ შექმა.

ჩვენ მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომ უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს ეს შედეგები და მისი მიზეზები ახსნას, ასევე დასახოს პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს.“