
სევდია უგრეხელიძე
დაბადების თარიღი: 25/07/1949.
საგანმანათლებლო დაწესებულება: ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის, ბაქრაძის სახელობის სამართლის ინსტიტუტი.
სპეციალობა: ხელოვნებადმცოდნე. იურისტი. ეკონომისტი.
სამუშაო/პოზიცია
2014 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის და განათლებისა და კულტურის წევრი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრი.
2013/2014 - ქ.თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
2013 - ქ.თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი).
2008/2010 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 მოწვევის დეპუტატი. ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური მმართველობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2009 - ,,თბილისელების ადვოკატის'' პროექტების კოორდინატორი.
2009 - ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრი, მმართველობითი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2006/2008 - მიწის მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი.
2004/2004 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, მეორე მოწვევის დეპუტატი.
2002/2004 - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'', ადვოკატი.
1999/2004 - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი.
2001 - საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, ფაკულტეტის ლექტორი, სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
2001/2001 - საპარლამენტო კომიტეტებთან არსებული ეროვნული თანხმობის კომისიის მოწვეული სპეციალისტი.
1992/1999 - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IGMF) წევრი.
1972/1991 - ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასა და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში ხელოვნების ისტორიის ლექტორი.
ოპოზიციური გაზეთების ‘’ქართული აზრი’’ და ‘’თავისუფალი საქართველო’’ სამართლებრივი საკითხების ექსპერტი, კორესპონდენტი.